weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გურჯაანის მაჟორიტარის ძმამ „ქართული ოცნება“ 40 000 ლარით დააფინანსა

11:40 ხუთშაბათი, 21 სექტემბერი 2017
ფოტოზე გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი ფოტოზე გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი

პარლამენტში გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ძმამ, ბიზნესმენმა იოსებ სონღულაშვილმა პარტია „ქართული ოცნებას“ 40 000 ლარი ჩაურიცხა. თანხის გადარიცხვა მიმდინარე წლის 13 სექტემბერს მოხდა.  

საინფორმაციო ცენტრების ქსელი წერდა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, დავით სონღულაშვილის ოჯახმა და მისმა ბიზნესპარტნიორებმა „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 290 000 ლარის ოდენობით შემოწირულობა შეიტანეს. კერძოდ, შპს „გამსახურდიას 5“-მა - 120 000 ლარი, ამავე კომპანიის დირექტორმა ნუკრი ლიპარტაშვილმა (დავით სონღულაშვილის მამიდაშვილი) და იოსებ სონღულაშვილმა - 60 000 – 60 000 ლარი. 

იმავე პერიოდში „ქართულ ოცნებას“ 50 000 ლარი ჩაურიცხა დავით სონღულაშვილის მამამ - ბიძინა სონღულაშვილმა, რომელსაც 2000-2003 წლებში კახეთის რეგიონში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის თანამდებობა ეკავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]